“დავეხმარებით უკრაინას” – ბაიდენი კახოვსკაიას ჰესის აფეთქებაზე

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გამოთქვა მტკიცე მზადყოფნა დაეხმაროს უკრაინას კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების შედეგების აღმოფხვრაში.

ამის შესახებ მან თეთრ სახლში ოფიციალური შეხვედრის დროს განაცხადა.

კითხვაზე, თუ რა გზავნილი შეიძლება ჰქონდეს რუსეთისთვის კაშხლის აფეთქებასთან დაკავშირებით, ბაიდენმა უპასუხა: „ჩვენ არ მივატოვებთ. ჩვენ დავეხმარებით უკრაინას“.

მანამდე, აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი აგრძელებს სიტუაციის შეფასებას.

კირბის თქმით, ვაშინგტონი მზადაა დაეხმაროს კიევს კატასტროფის შედეგების დაძლევაში, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების მეშვეობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები