ანტონიო გუტერეში: კახოვკის კაშხლის ჩამონგრევა უკრაინაში რუსეთის შეჭრის კიდევ ერთი დამანგრეველი შედეგია

აშკარაა, რომ ხერსონის ოლქში კახოვკის კაშხლის ჩამონგრევა უკრაინაში რუსეთის შეჭრის კიდევ ერთი დამანგრეველი შედეგია, – ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.

მანვე დასძინა, რომ გაეროს ინფორმაციასთან დამოუკიდებლად წვდომა არ აქვს, რის გამოც, კაშხლის აფეთქების გამომწვევი მიზეზების დადგენას ვერ ახერხებს.

„ჩვენ ყველამ ვიხილეთ უკრაინის ხერსონის რეგიონში ჰუმანიტარული, ეკონომიკური და ეკოლოგიური კატასტროფის ტრაგიკული სურათები დღეს. დღევანდელი ტრაგედია კიდევ ერთი მაგალითია ადამიანებზე ომის საშინელი ფასისა. ეს უნდა შეწყდეს. სამოქალაქო პირებზე და კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები უნდა შეწყდეს“, – განაცხადა გუტერეშმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები