ნოვა კახოვკაში ზოოპარკი დაიტბორა, თითქმის ყველა ცხოველი დაიღუპა

კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების შედეგად​, ნოვა კახოვკაში მდებარე ზოოპარკი “ზღაპრის ფერია” დაიტბორა.

როგორც UA Animals-სთან საუბარში ზოოპარკის მფლობელმა, ელენა ნავროცკაიამ თქვა, მხოლოდ გედები და იხვები გადარჩნენ.

მისივე თქმით, უკრაინაში ოკუპანტების შეჭრიდან დღემდე ცხოველები ადგილზე რჩებოდნენ, მათი გაყვანა ვერ ხერხდებოდა.

ნოვა კახოვკას ოკუპაციის შემდეგ, ცხოველები პარკში ჩაკეტეს, პარკი დანაღმეს, ხეებით და თხრილებით ჩახერგეს. მისი თქმით, დაიღუპა 300 ცხოველი.

ზოოპარკში ბინადრობდნენ – მაიმუნები, ენოტები, ვირები, პონი, ნუტრიები, სხვადასხვა ფრინველები, გოჭები, მარმოტები, კუები და მრავალი სხვა სახეობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები