“რუსეთმა უკრაინის კონტრშეტევა მოიგერია, დაიღუპა 71 ჯარისკაცი” – შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის კონტრშეტევის ჩაშლა შეძლო. შოიგუმ შეტევის მოგერიების დროს დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობა დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაღუპული სამხედროების შესახებ უკანასკნელი ინფორმაცია 2022 წლის 21 სექტემბერს გაავრცელა.

“სამწუხაროდ, დანაკარგების გარეშე არ ჩაუვლია. შეტევის მოგერიებისას ჯარის გაერთიანებულ ქვედანაყოფში 71 სამხედრო დაიღუპა, 210 დაშავდა”, – განაცხადა შოიგუმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები