“კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურზე თავდასხმა ბირთვული იარაღის გამოყენებას შეედრება” – ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავსკის განცხადებით, კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებით რუსეთი აფართოებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის საზღვრებს.
მისი თქმით, საჭიროა ასეთი სისასტიკის დაგმობა და ყველა დამნაშავის დასჯა.
ამის შესახებ მან “ტვიტერში” დაწერა.
“რუსეთი აგრძელებს აგრესიის საზღვრების გაფართოებას. საცხოვრებელი უბნების თავზე მდებარე, ნოვოკახოვსკაიას კაშხალზე თავდასხმა შეედრება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებას. მოხდება ამ სისასტიკის დაგმობა და დამნაშავეთა დასჯა!”, – დაწერა მინისტრმა.