ანრი ოხანაშვილი: რამდენად მორალურია, სხვას უკითხავდე მორალს, აბრალებდე რუსეთუმეობას და ოკუპანტი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ოჯახის წევრი იღებდეს ამხელა შემოსავალს

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლის ოჯახის წევრს რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან რომ მიეღო ჰონორარები, წარმოიდგინეთ, რა ამბავში იქნებოდა თავად ხოშტარია ან სხვა „პროდასავლური“ ინტერესების გამტარებლები”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხვდება და აფასებს.

„ეს არის მათი მიდგომა და სტანდარტი. ეს ადამიანები მორალს უკითხავენ სხვას კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. რამდენად მორალურია, სხვას უკითხავდე მორალს, აბრალებდე რუსეთუმეობას და ოკუპანტი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ოჯახის წევრი იღებდეს ამხელა შემოსავალს. რა მორალურ სტანდარტში ჯდება ან რაზე გვაფიქრებინებს, ამას ჩვენი საზოგადოება კარგად ხვდება და ამ ყველაფერს კარგად აფასებს“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახს, რუსეთიდან 22 მაისს 2 მილიონ ნახევარზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები