კრემლი კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებასთან კავშირს უარყოფს
რუსეთის ფედერაცია კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებასთან დაკავშირებით, ეს არის კიევის მიზანმიმართული დივერსია, რაზეც პასუხისმგებლობა უკრაინის ხელისუფლებას ეკისრება.
ამის შესახებ კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
“მტკიცედ უარვყოფთ, ოფიციალურად ვაცხადებთ. აქ, აშკარად საუბარია უკრაინული მხარის მიზანმიმართულ დივერსიაზე, რომელიც დაიგეგმა და განხორციელდა კიევის რეჟიმის ბრძანებით”, – განაცხადა პესკოვმა. მისივე თქმით, ყველა შედეგზე პასუხისმგებლობა “კიევის რეჟიმს ეკისრება”.