“კაშხლის განადგურება კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის ომის სისასტიკეს” – სტოლტენბერგი
ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებას გამოეხმაურა.
შეფასება მან “ტვიტერში” გამოაქვეყნა.
„კახოვსკაიას კაშხლის განადგურება ათასობით მშვიდობიანი მოქალაქეს საფრთხეს უქმნის და სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს. ეს არის აღმაშფოთებელი ქმედება, რომელიც კიდევ ერთხელ ასახავს რუსეთის ომის სისასტიკეს უკრაინაში“, – დაწერა მან.