კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ, ყირიმში სასმელი წყლის პრობლემაა

ქერჩის საოკუპაციო ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ მოქალაქეებს სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდება.

ტელეგრამის არხი – “ყირიმის პარტიზანები” იტყობინება, რომ დროებით ოკუპირებულ ქერჩში სერიოზული პრობლემები წარმოიშვა, ქალაქში წყალმომარაგების მნიშვნელოვანი პრობლემებია.

ამასთან, “ყირიმის ხელმძღვანელი” სერგეი აქსიონოვი ამტკიცებს, რომ ნახევარკუნძულზე წყალმომარაგებასთან დაკავშირებული ვითარება კონტროლდება.

აქსიონოვის თქმით, ნახევარკუნძულს აქვს საკმარისი წყლის მარაგი, წყალსაცავები მაქსიმალურად არის შევსებული.

მისივე თქმით, ყირიმის დატბორვის საფრთხე არ არსებობს, მაგრამ შესაძლებელია, პრობლემები ჩრდილოეთ ყირიმის არხთან დაკავშირებით შეიქმნას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები