“ოკუპანტებმა კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგური დისტანციურად ააფეთქეს”- უკრაინის დაზვერვა
რუსმა ოკუპანტებმა კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის დისტანციურად აფეთქებისთვის ხერსონის რეგიონში ასაფეთქებელი ნივთიერებები და აღჭურვილობა გადაიტანეს.
ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა.
„ცხადია, რომ გაკეთდება ზუსტი შეფასებები აფეთქების სიმძლავრესთან დაკავშირებით, რამდენი ასაფეთქებელი ნივთიერებაა ამისთვის საჭირო. ეს ყველაფერი დაითვლება. მაგრამ, რა თქმა უნდა, არსებობს ფაქტები კონტროლირებადი დისტანციური აფეთქების განხორციელებისთვის ასაფეთქებელი ნივთიერებების და აღჭურვილობის გადაადგილების შესახებ”,- თქვა მან.