ILO: განვითარებად ქვეყნებში დასაქმება პანდემიამდელ დონემდე არ დაბრუნებულა

კრიზისების ერთობლიობამ – მათ შორის, ქვეყნების მაღალმა დავალიანებამ, გლობალურმა ინფლაციამ, უკრაინაში ომმა და პანდემიის შემდგომი შენელებულმა აღდგენამ ბევრ განვითარებად ქვეყანაში დასაქმების შესაძლებლობების შემცირება განაპირობა.

ამის შესახებ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ანგარიშში „მუშაობის სამყაროს მონიტორინგი“ ნათქვამი.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ განვითარებადი სამყაროს დიდ ნაწილში დასაქმების დონე პანდემიამდელ მაჩვენებელს ჯერ არ დაუბრუნდა – მაშინ, როდესაც განვითარებული ქვეყნები, როგორიცაა აშშ, შრომის დეფიციტს და ხელფასების ინფლაციას განიცდიან.

როგორც ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ჟილბერთ უნგბომ თქვა, ”ამ ანგარიშის დასკვნები მკაცრი შეხსენებაა მზარდი გლობალური უთანასწორობის შესახებ”.

უნგბომ მოუწოდებს შეთანხმებული საერთაშორისო ინვესტიციების განხორციელებისკენ სამუშაო ადგილების შესაქმნელად განვითარებად ქვეყნებში.

„ადამიანებში ინვესტიცია სამუშაოსა და სოციალური დაცვის მეშვეობით, ხელს შეუწყობს მდიდარ და ღარიბ ქვეყნებსა და ადამიანებს შორის არსებული უფსკრულის შემცირებას“, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები