აშშ-ში გაზეთების ჟურნალისტები გაიფიცნენ

აშშ-ში საგაზეთო ქსელის – Gannett-ის​ ჟურნალისტები გაიფიცნენ და ითხოვენ ქსელის ხელმძღვანელობის შეცვლას და ხარჯების შემცირებისკენ მიმართული ზომების გაუქმებას.

პროფკავშირის NewsGuild-ის მონაცემით, რომელიც Gannett-ის 50-ზე მეტი რედაქციის თანამშრომლის ინტერესებს წარმოადგენს, გაფიცვაში ასობით ჟურნალისტი რვა შტატიდან მონაწილეობს, მათ შორის არიან – Arizona Republic-ის, Austin American-Statesman-ის, Bergen Record-ის, Democrat & Chronicle-ის და Palm Beach Post-ის ჟურნალისტები.

Gannet-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ერთდღიანი გაფიცვა ახალი ამბების გაშუქებას არ შეაფერხებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები