AFR: ავსტრალია მზად არის, უკრაინას ჩამოწერილი გამანადგურებლები გადასცეს

ავსტრალია უკრაინისთვის F/A-18 Hornets ტიპის გამანადგურებლების გადაცემის საკითხს შეერთებულ შტატებთან განიხილავს.

ამის შესახებ The Australian Financial Review წყაროებზე დაყრდნობით წერს.

აღინიშნება, რომ შეერთებული შტატები არ ეწინააღმდეგება თვითმფრინავების გადაცემას. ამავდროულად, გადაცემის პირობაა – გამანადგურებლების გამოყენება მოხდეს ექსკლუზიურად უკრაინის საჰაერო სივრცეში.

მედია წერს, რომ ავსტრალიის სამეფო საჰაერო ძალები 41 ერთეულ F/A-18 Hornet-ის გაუქმებას გეგმავდა. დაგეგმილი იყო მათი ჯართში გადაგზავნა ან გაყიდვა სასწავლო თვითმფრინავად გამოსაყენებლად.

ამავდროულად, არ არის ცნობილი, არის თუ არა ყველა ეს თვითმფრინავი ექსპლუატაციისთვის შესაფერისი.

The Australian Financial Review-ის წყარო აღიარებს, რომ თვითმფრინავების ნაწილს მხოლოდ ნაწილებად თუ დაშლი.

F/A 18-Hornet არის ამერიკული გადამზიდავი გამანადგურებელი და მოიერიშე თვითმფრინავი, რომელიც 1970-იან წლებში შეიქმნა. ამჟამად, ის მოხსნილია წარმოებიდან, მაგრამ შეერთებულ შტატებში, კანადაში, ავსტრალიაში, ესპანეთში, შვეიცარიაში, ფინეთში, ქუვეითსა და მალაიზიაში ექსპლუატაციაში რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები