ოკუპანტებმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ქალაქთან და მის გარშემო 20-ზე მეტი რაკეტის განადგურება მოხერხდა.

ამის შესახებ კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი პოპკომ განაცხადა.

მისი თქმით, საუბარია X-101/555 ტიპის რაკეტებზე, რომლებიც კასპიის ზღვიდან სტრატეგიული ბომბდამშენებიდან – Tu-95MS-დან იყო გაშვებული.

წინასწარი ინფორმაციით, უკრაინის დედაქალაქში აფეთქება არ ყოფილა, არავინ დაშავებულა.

თუმცა, ადმინისტრაციაში მოგვიანებით განაცხადეს, რომ რაკეტების ფრაგმენტი ​დესნიანსკის რაიონში გზის სავალ ნაწილზე ჩამოვარდა, რის შედეგადაც დაზიანდა ტროლეიბუსის ელექტროგადამცემი ხაზები და ჩაიმსხვრა მაღაზიის მინები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები