ოკუპანტებმა კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს – დაწყებულია მოსახლეობის ევაკუაცია

რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ხერსონის რეგიონში​ კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს.

უკრაინის ოპერატიულ სარდლობა “სამხრეთში” განაცხადეს, რომ მიმდინარეობს ნგრევის მასშტაბის, წყლის სიჩქარის და მოცულობის დადგენა, ასევე, დატბორვის, სავარაუდო რაიონების განსაზღვრა. ხერსონის რეგიონში, დატბორვის სავარაუდო რაიონებიდან გამოცხადებულია მოსახლეობის ევაკუაცია.

როგორც ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე პროკუდინმა თქვა, წყალი კრიტიკულ დონეს 5 საათში მიაღწევს.

მომხდარს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველი, დარია ზარივნა გამოეხმაურა.

მისი თქმით, “ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების მიზანია უკრაინის თავდაცვის ძალების კონტრშეტევის ჩაშლის მცდელობა”.

ზარივნას თქმით, „რამდენიმე დასახლება უკვე მთლიანად ან ნაწილობრივ დატბორილია“.

„გარდა ამისა, კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის დანგრევა ნიშნავს, რომ ყირიმი წყლის გარეშე დარჩება“, – დაწერა მან.

მისი თქმით, შექმნილი ვითარება რისკებს უქმნის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, რეაქტორების წყლის გაგრილებასთან დაკავშირებული შესაძლო პრობლემების გამო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები