ეროვნული ასოციაციის ახალ პრეზიდენტად რუსთავის მერი დავით ჯიქია აირჩიეს

   თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის მესამე ეროვნულ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, დავით ნარმანიამ ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობაზე და თვითმმართველობის რეფორმის პროცესში ასოციაციის როლზე ისაუბრა. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ ასოციაციას შეემატა 7 ახალი თვითმმართველი ქალაქი. მისივე თქმით, ასოციაციას ძალიან ბევრი კუთხით მოუწევს მუშაობა, იქნება ეს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაში აქტიური ჩართვა თუ საერთაშორისო ასპარეზზე, ევროსაბჭოს სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ქარტიის დაცვაზე განუხრელად ზრუნვა და ა.შ.
„მინდა წარმატებები ვუსურვო ახალ ხელმძღვანელს, ასოციაციის შემადგენლობას კი აქტიური მუშაობა ვუსურვო“, – განაცხადა დავით ნარმანიამ. ეროვნულ ასამბლეაზე საქართველოს ყველა თვითმმართველი ერთეულიდან წარმოდგენილმა დელეგატებმა ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის ახალ პრეზიდენტად რუსთავის მერი დავით ჯიქია აირჩიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები