მაიკ პენსი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა რესპუბლიკური პარტიიდან 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის დოკუმენტაცია წარადგინა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ფედერალური საარჩევნო კომისიის მონაცემები ადასტურებს.
კონსერვატიული შეხედულებებით ცნობილი 63 წლის ყოფილი კონგრესმენი და ინდიანას გუბერნატორი, მხარს უჭერდა ტრამპს პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის განმავლობაში, მაგრამ 2020 წლის არჩევნებში ტრამპის დამარცხების შემდეგ, მან დისტანცირება მოახდინა ექსპრეზიდენტისგან და თქვა, რომ კაპიტოლიუმის თავდამსხმელების წახალისება მას და მის ოჯახს რისკის ქვეშ აყენებდა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი იბრძოლებენ.