ჯეიმს კლევერლი: უკრაინას შეუძლია გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს

Ukraine's President Volodymyr Zelenskiy shakes hands with British Secretary of State for Foreign, Commonwealth and Development Affairs James Cleverly during his visit, as Russia's attack on Ukraine continues, in Kyiv, Ukraine June 5, 2023. Ukrainian Presidential Press Service/Handout via REUTERS ATTENTION EDITORS - THIS IMAGE HAS BEEN SUPPLIED BY A THIRD PARTY.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიმს კლევერლის განცხადებით, უკრაინას შეუძლია გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.

„როდესაც უკრაინა აგრძელებს შეუპოვარ ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ, მე ჩემი თვალით დავინახე ნამდვილი საშინელება და ის განადგურება, რაც რუსეთმა ამ სუვერენულ სახელმწიფოში განახორციელა.

ბავშვების იძულებით დეპორტაცია, ბახმუტის, იზიუმისა და მარიუპოლის მსგავსი ქალაქების მიწასთან გასწორება და სისასტიკის ჩადენა არ არის პასუხისმგებლობიანი საერთაშორისო სახელმწიფოს ქმედებები. ეს არის მტრული რეჟიმის ქმედებები, რომელიც არღვევს გაეროს წესდებას“, – აღნიშნა ჯეიმს კლევერლიმ.

თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კლევერლის კიევში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობა ნამდვილად დიდი მხარდაჭერისთვის, რაც დიდმა ბრიტანეთმა გასწია და ჯერ კიდევ უწევს უკრაინას. ვიმედოვნებთ, რომ უკრაინის მიმართ ეს მხარდაჭერა გახანგრძლივდება“, – განცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები