ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო: პოლონეთის 2019 წლის სასამართლო რეფორმა ევროკავშირის კანონმდებლობას არღვევს

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ პოლონეთის 2019 წლის სასამართლო რეფორმა ევროკავშირის კანონმდებლობას არღვევს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სასამართლოს განცხადებით, მოსამართლეების ასოციაციებში, არაკომერციულ ფონდებში ან პოლიტიკურ პარტიებში წევრობის შესახებ დეკლარაციების გასაჯაროება არღვევს მათი პირადი ცხოვრების უფლებას და, შესაძლოა, მათზე გავლენის მოსახდენად იქნას გამოყენებული.

„2019 წლის დეკემბრის პოლონეთის მართლმსაჯულების რეფორმა არღვევს ევროკავშირის კანონმდებლობას. კანონის უზენაესობის ღირებულება ევროკავშირის თვითმყოფადობის განუყოფელი ნაწილია“, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

პოლონეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სებასტიან კალეტამ ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებას „ფარსი“ უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები