ნიკოლოზ სამხარაძე გერმანიის ბუნდესტაგის წევრს, რობინ ვაგენერს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, გერმანიის ბუნდესტაგის წევრს, გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და მოლდოვის რესპუბლიკასთან საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებში, რობინ ვაგენერს შეხვდა, რომელიც იმავდროულად ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში გერმანიის პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება მიმოიხილეს, ისაუბრეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ კონფლიქტში საქართველოს სამშვიდობო როლზე და ასევე, შუა აზიასა და ევროპის დერეფანს შორის საქართველოს დამაკავშირებელ სატრანზიტო როლზე.

შეხვედრისას, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე და ამ პროცესში გერმანიის მხარდაჭერაზე ისაუბრეს. როგორც სტუმარმა აღნიშნა, გერმანია საქართველოს არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მიღებას უჭერს მხარს არამედ, საქართველოს მომავალს ევროკავშირში ხედავს. იგი მიიჩნევს, რომ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირისთვის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორია.

დელეგაციის ხელმძღვანელებმა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები