“უკრაინა ზოგიერთ მიმართულებაზე შეტევაზე გადადის” – ანა მალიარი

უკრაინის შეიარაღებული ძალები ზოგიერთ რაიონში შეტევაზე გადადიან.

ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.

„თავდაცვითი ოპერაცია შეიცავს ყველაფერს, მათ შორის, კონტრშეტევას. ამიტომ, ზოგიერთი მიმართულებით, ჩვენ შეტევით ქმედებებზე გადავდივართ”, – დაწერა მან.

მალიარმა აღნიშნა, რომ ბახმუტის მიმართულება რჩება საომარი მოქმედებების ეპიცენტრად. მისი თქმით, იქ უკრაინელი სამხედროები ფართო ფრონტით მოძრაობენ, “ისინი იკავებენ დომინანტურ სიმაღლეებს. რუსები თავდაცვაზე არიან გადასულები და სურთ თავიანთი პოზიციის შენარჩუნება”.

ანა მალიარის თქმით, რუსების თავდაცვა სამხრეთითაც ფიქსირდება, სადაც ლოკალური ბრძოლები მიმდინარეობს.

მალიარმა აღნიშნა, რომ რუსეთი ავრცელებს კონტრშეტევის შესახებ ინფორმაციას, რადგან სურთ ყურადღების გადატანა ბახმუტის მიმართულებიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები