“გერმანიამ უკრაინისთვის თვითმფრინავების სავარაუდო გადაცემის საკითხს შესაძლოა, გადახედოს” – პისტორიუსი

გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის თანამედროვე დასავლური გამანადგურებლების სავარაუდო მიწოდებასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას შესაძლოა, გადახედოს.

ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა DW-თან ინტერვიუში განაცხადა.

“გააზრების ფაზაში ვართ და ვამოწმებთ, რა არის შესაძლებელი და რისი გაკეთება გვინდა და შეგვიძლია.  ვფიქრობ, უახლოეს ორ კვირაში ჩამოვყალიბდებით”, – თქვა მან.

პისტორიუსის თქმით, გერმანიას მოუწევს ბოლო ათწლეულების თავის პოლიტიკას გადახედოს.

“გერმანიის საზოგადოებამ, გერმანიის პოლიტიკამ მართლაც შეიცვალა აზრი. ორი წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, რომ გერმანია 3-5 მილიარდი ევროს ღირებულების მძიმე იარაღს მიაწვდის, არ დავიჯერებდი”, – დასძინა გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა.

პისტორიუსმა ადრე განაცხადა, რომ გერმანია განიხილავს ქვეყნების კოალიციის მხარდაჭერის ვარიანტებს, რომლებიც გეგმავენ უკრაინელი მფრინავების F-16 გამანადგურებლებზე ფრენისთვის მომზადებას, თუმცა, მისი თქმით, ბერლინის შესაძლო წვლილი, სავარაუდოდ, უმნიშვნელო იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები