მიხეილ სარჯველაძე: კეზერაშვილს უზარმაზარი რეპუტაციული პრობლემა გაუჩნდა, მათ შორის, იმ სკანდალის შედეგად, რომელიც გამოამზეურა BBC-მ

„აღარავინ არის ისეთი მიამიტი, რომ ასეთი ოპერაციების დროს ვერ ხედავდეს კვალს, მით უმეტეს, კეზერაშვილისა იქნება ეს თუ მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პირის, რომელსაც უზარმაზარი რეპუტაციული პრობლემა გაუჩნდა, მათ შორის, იმ სკანდალის შედეგად, რომელიც გამოამზეურა BBC-მ”,- ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი, მიხეილ სარჯველაძე „ფორმულას“ მიერ ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას.

სარჯველაძის თქმით, კეზერაშვილის სახელი ფართოდ დემონსტრირდებოდა ევროპულ წრეებში, როგორც დევნილი მედიამენეჯერის, თუმცა, ამ მოტივაციას ყოველგვარი არგუმენტაცია გამოეცალა.

“მოსალოდნელი იყო, რომ გარკვეული მცდელობები იქნებოდა რეაბილიტაციისთვის. ისეთი ინსტრუმენტები, რომლებიც არსებობს შეერთებულ შტატებში და დაფინანსების კონტროლს გულისხმობს, საზოგადოებისთვის თვალსაჩინოს ხდის, რომ ეს არის ლობისტური საქმიანობა. სწორედ ასეთი მექანიზმებისა და ინსტრუმენტების შემოღებას ისახავდა ინიციატივა, რომელსაც ცოტა ხნის წინ ვიხილავდით. გახსოვთ უზარმაზარი აგრესია, რომლის ავანგარდშიც იდგნენ ის ადამიანები, რომლებიც ახლა ცდილობენ იმავე ინსტრუმენტებით, პიარული ხერხებით ბევრი მანკიერება შენიღბონ. კეზერაშვილის სახელი ფართოდ დემონსტრირდებოდა ევროპულ წრეებში, როგორც დევნილი მედიამენეჯერის. ამ მოტივაციას ყოველგვარი არგუმენტაცია გამოეცალა და ეს არის მცდელობები წარმოადგინოს საკუთარი თავი, როგორც დევნილი მედიამენეჯერი“, – აცხადებს სარჯველაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები