ნიკოლოზ სამხარაძე – ხოშტარიაზე: ასეთი სიყალბე, ფარისევლობა პირველად ხდება, როცა ომისა და ოკუპაციის პირობებში რუსეთის ბიუჯეტიდან ფულს იღებ, ამ დროს ვითომ რუსეთს ებრძვი

“ელენე ხოშტარიას ოჯახი დღემდე იღებს თანხებს რუსეთის ბიუჯეტიდან. ყველანაირ მორალურ ზღვარს ქვემოთაა, როცა ვითომ რუსეთს ებრძვი, ამ დროს კი რუსეთის ბიუჯეტიდან იღებ ფულს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს სიყალბე და ფარისევლობაა, რასაც საზოგადოება საკადრის პასუხს არჩევნებზეც გასცემს.

„რამდენიმე კვირის წინ, როდესაც რეისების გახსნის შემდეგ პირველი თვითმფრინავი ჩამოფრინდა, ვიხუმრე, გადმორიცხვები გაჭირდა და მგონი, ფული თვითმფრინავით ჩამოუტანეს-მეთქი. მაშინ ჩემი მხრიდან ეს ხუმრობა იყო, თუმცა, როგორც ჩანს, მთლად ხუმრობასთან არ გვაქვს საქმე და ელენე ხოშტარიას ოჯახი დღემდე იღებს თანხებს რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან. გაუგონარი სიყალბე, ფარისევლობაა, როდესაც ვითომ რუსეთს ებრძვი, საზოგადოების ნაწილის აყოლიებას ცდილობ, მათ შორის, სამწუხაროდ, ახალგაზრდების და, ამავდროულად, არ გაქვს პასუხი, რატომ იღებ პერიოდულად ფულს რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან. ამას ჩვენი საზოგადოება საკადრის პასუხს გასცემს არჩევნებზეც. ყველაფერი გვინახავს პოლიტიკაში, ყველანაირი ორმაგი სტანდარტი, მაგრამ ასეთი სიყალბე, ფარისევლობა პირველად ხდება, როცა ომისა და ოკუპაციის პირობებში რუსეთის ბიუჯეტიდან ფულს იღებ, ამ დროს ვითომ რუსეთს ებრძვი. ეს ყველანაირ მორალურ ზღვარს ქვემოთაა“, – განაცხადა სამხარაძემ.

ცნობისთვის, “კურიერის” ინფორმაციით, “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახს, რუსეთიდან 22 მაისს 2 მილიონ ნახევარზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა. საერთო ჯამში კი, 2021 წლიდან, ხოშტარიების ოჯახის მიერ მიღებული თანხა 5 მილიონ 279 ათასი რუბლია. ბოლო 3 წლის განმავლობაში, ტრანზაქცია რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან 7-ჯერ განხორციელდა. ბოლოს მიღებული თანხა რამდენჯერმე მეტია წინა წლების ჩარიცხვებთან შედარებით.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები