ნიგერიაში თავდასხმას 25 ადამიანი ემსხვერპლა

ნიგერიის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ბენუეს შტატში შეიარაღებული თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 25 ადამიანია დაღუპული, ბევრი დაშავებულია.

კაცინა-ალას რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელის, ათერა ალფრედის თქმით, თავდასხმა რამდენიმე სოფელზე მოხდა.

ბენუეს პოლიციის სპიკერმა, ქეთრინ ანენმა განაცხადა, რომ რეგიონში დამატებითი ძალებია გადასროლილი, დაწყებულია გამოძიება.

ნიგერიის ჩრდილოეთით მეცხოველეობით დაკავებული ფულანის ტომებსა და სოფლის მეურნეობით დაკავებულ ტომებს შორის შეტაკებები პერიოდულად ხდება.

მომთაბარე ფულანები ამტკიცებენ, რომ მათ თავს ფერმერები ესხმიან და მათი პირუტყვის მოპარვას ცდილობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები