კულტურის სამინისტრომ, საგუნდო მუსიკის შემსრულებელთა ხელშეწყობის მიზნით, კონკურსი გამოაცხადა

 საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა „საგუნდო მუსიკის შემსრულებელთა ეროვნული კონკურსი“.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის ბიუჯეტია 30 000 ლარი. კონკურსის მიზანია საგუნდო სიმღერის საშემსრულებლო ხელოვნების განვითარება და პოპულარიზაცია; საქართველოში საგუნდო კოლექტივების პოტენციალის გამოვლენა; კულტურისა და განათლების სფეროებში საგუნდო ხელოვნების როლის გააქტიურება.
„2022 წელს მსგავსი კონკურსის ბიუჯეტი იყო 30 000 ლარი, დაფინანსდა ორი პროექტი, ხოლო 2021 წლის ბიუჯეტი იყო 20 000 ლარი, დაფინანსდა ერთი პროექტი.
კონკურსის პირობების თანახმად, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს. საკონკურსო განაცხადები მიიღება 2023 წლის 2 ივნისიდან 2023 წლის 12 ივნისის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 ნაბეჭდი სახით ან ელექტრონული ვერსია სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით – info@culture.gov.ge. კონსულტაციების მიღება შეიძლება სამინისტროს „ცხელი ხაზის“ მეშვეობით, ტელ.: N 032 2 022229 ან N 599 791 018.
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2023 წლის 23 ივნისისა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N7864 ბრძანება „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ“ და ფორმულარები იხილეთ ბმულებზე:
დაფინანსების წესი – https://cutt.ly/7PGB6Oh
ფორმულარები – https://cutt.ly/ePGNsau
საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/4wwjq6zT

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები