„ეს არის იდეალური შესაძლებლობა, რომელიც პრემიერმა ძალიან კარგად გამოიყენა“ – გივი მიქანაძე EPC-ს თემატურ დისკუსიაში ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობაზე

ეს იყო უმნიშვნელოვანესი ვიზიტი და ძალიან მაღალი რანგის შეხვედრა პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპულ ოჯახში და სწორედ ეს იყო ამ პროცესებსა და ასეთი მაღალი რანგის შეხვედრებში საქართველოს მონაწილეობის განმაპირობებელი“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ PIA.GE-ს განუცხადა კიშინიოვში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტსა და მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

გივი მიქანაძის შეფასებით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) თემატურ დისკუსიაში „უსაფრთხოება“ ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობას პოზიტიური შედეგები მოჰყვება როგორც ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების კონტექსტში, ასევე, საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერების და შემდგომი განვითარების კუთხით.

პრემიერის მონაწილეობა კიშინიოვში გამართულ სამიტში არის უმნიშვნელოვანესი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სულ რამდენიმე თვეში, ევროპულმა კომისიამ უნდა გამოაქვეყნოს თავისი დასკვნა 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით და წლის ბოლოს, დეკემბერში ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტი

ჩვენი ხელისუფლების პირველი პირები, მაქსიმალურად, ყველა ფორმატს იყენებენ იმისთვის, რომ ჩვენს პარტნიორებს მიაწოდონ სრული, ამომწურავი და პირველწყაროზე დაფუძნებული ინფორმაცია იმ რეფორმების თაობაზე, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს; იმ ნაბიჯების თაობაზე, რომლებიც დაკავშირებულია დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებასა და სხვადასხვა სფეროში რეფორმების გატარებასთან.

ამასთანავე, ეს მნიშვნელოვანია იმ კონტექსტში, რომ არამხოლოდ მრავალმხრივ, არამედ ორმხრივ ფორმატში შესაძლებელი არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებთან განხილულ იქნეს საქართველოს შემდგომი ინტეგრაციის და დაახლოების პროცესი ევროპულ ოჯახთან და ეს არის იდეალური შესაძლებლობა, რომელიც პრემიერმა ძალიან კარგად, როგორც მისთვის ჩვეულია – ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებულად გააჟღერა დამსწრე საზოგადოების წინაშე, თუ რა ხდება საქართველოში რეფორმების თვალსაზრისით.

მან ასევე ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც საქართველო დგას და რა თქმა უნდა, ეს იყო კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ ევროპელი ლიდერების ყურადღება კიდევ ერთხელ ფოკუსირებულიყო საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და იმ საჭიროებებზე, რომლებიც საქართველოს წინაშე დგას და იმაზე, თუ რა სახის შემდგომი მხარდაჭერა, ძლიერი გზავნილები და კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან.

ამიტომ, ეს იყო უმნიშვნელოვანესი ვიზიტი, ძალიან მაღალი რანგის შეხვედრა, რომელშიც საქართველო მონაწილეობდა და ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპულ ოჯახში და სწორედ ეს იყო, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, საქართველოს ამ პროცესებსა და ასეთი მაღალი რანგის შეხვედრებში მონაწილეობის განმაპირობებელი.

ვფიქრობ, რომ ამ ვიზიტს ექნება შესაბამისი პოზიტიური შედეგები, როგორც ევროკავშირთან ქვეყნის შემდგომი ინტეგრაციის და კანდიდატის სტატუსის მინიჭების კონტექსტში, ასევე, დამატებითი მხარდაჭერის და კონკრეტული ნაბიჯების სახით, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერების და ქვეყნის შემდგომი განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაში, სახელწოდებით – „უსაფრთხოება“, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში ჩატარდა.

თემატური დისკუსია ორი ქვეყნის – გაერთიანებული სამეფოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით გაიმართა. ლიდერებმა ევროპის კონტინენტზე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გადასადგმელ ნაბიჯებსა და ძალისხმევაზე ისაუბრეს.

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში
მონაწილეობს

დისკუსიის ფარგლებში ასევე აქტუალური იყო საქართველოს საკითხი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული სახელმწიფოების ლიდერებთან ისაუბრა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე.

მრგვალი მაგიდის დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი, ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი პიოტრ ფიალა, ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ხავიერ ბეტელი, სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ლუდოვიტ ობორი, შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები