„თოჯინები“ – ირმა ფრანგიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა ირმა ფრანგიშვილის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წარმოდგენილია ხელოვანის მიერ სხვადასხვა პერიოდში შექმნილი თოჯინები.
საქართველოში ირმა ფრანგიშვილის ეს პირველი პერსონალური გამოფენაა.
მისი ნამუშევრები საზღვარგარეთ ცნობილ გალერეებში მრავალჯერ გამოიფინა.
გამოფენა 6 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები