რეპრესირებული პოეტისა და მწერლის, შალვა მჭედლიშივილის ხსოვნის საღამო გაიმართება

2 ივნისს, 18:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში, პოეტისა და მწერლის, შალვა მჭედლიშვილის საიუბილეო ხსოვნის საღამო გაიმართება. მას წელს 100 წელი შეუსრულდებოდა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, სიტყვით გამოვლენ: პოეტები, მწერლები, გაიხსენებენ შალვა მჭედლიშვილის ცხოვრება-მოღვაწეობას, წაიკითხავენ მის ლექსებს.
დაიბადა 1923 წლის 23 აპრილს, სიღნაღის მაზრა სოფელ ანაგაში. ბავშვობა გაატარა კახეთში.
1945 წლის 27 მარტს 22 წლის შალვა მჭედლიშვილი„ იდეოლოგიურად მიუღებელი ლექსების გამო დააპატიმრეს. როგორც ყველა პოლიტპატიმარმა, გადასახლებაც მოიარა. დაამთავრა ყარაღანდის სამედიცინო ინსტიტუტი.
ცენზურა კრძალავდა მის შემოქმედებას, დედაქალაქში ცხოვრების უფლება ჩამორთმეული ჰქონდა, იყო ზედამხედველობის ქვეშ. საქართველოს სხვადასხვა კურორტზე – შოვში, ბორჯომში, გაგრაში, წყალტუბოსა და ახტალაში წლების მანძილზე მუშაობდა მკურნალ ექიმად.
გამოცემული აქვს 10-ზე მეტი წიგნი, არის ავტორი სამეცნიერო და პუბლიცისტური წერილებისა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები