შალვა პაპუაშვილი: ეს არის ზუსტად “ნაცმოძრაობა” – ვინც მათთან ერთად არ არის, არათუ მათი მოწინააღმდეგე, არამედ მტერია
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პოლიტიკური ჯგუფის შექმნის თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი და ყოფილი წევრების დაპირისპირებას გამოეხმაურა.
“გუშინ პლენარულ სხდომაზე ადამიანები ვიხილეთ, ვინც ცოტა ხნის წინ თანამებრძოლები იყვნენ. ხატია დეკანოიძე ფრაქციის თავმჯდომარე იყო და მას და ახალ თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას არა მხოლოდ უსიამოვნო დიალოგი ჰქონდათ, არამედ ეს იყო ადამიანურ, ეთიკურ სტანდარტებს მიღმა. ეს არის ზუსტად “ნაციონალური მოძრაობა” – ვინც მათთან ერთად არ არის, არათუ მათი მოწინააღმდეგეა, არამედ მტერია. გუშინ იყო ერთმანეთთან მტრების გასაუბრება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.