ვაკის პარკის საქმეზე დაკავებული 9 პირის პროცესი, ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით დღეს გაგრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული 9 პირის პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით დღეს გაგრძელდება. დაგეგმილია წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა.

უფლებადამცველების განცხადებით, დაკითხული მოწმეები ვერ ადასტურებენ მათი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობას და წარდგენილი ბრალდება არის უსაფუძვლო. საქმეში, რომელსაც დღევანდელი პროცესი ეხება, 9 პირია ბრალდებული. მათ ყალბი დოკუმენტების გამოყენებასთან ერთად, სამსახურებრივ გულგრილობასა და უხარისხო სამუშაოების შესრულებას ედავებიან, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

“პროცესზე გაგრძელდება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა, წერილობით მტკიცებულებებს გააგრძელებს ბრალდების მხარე. დღემდე დაკითხულმა მოწმეებმა მაჩვენეს ის, რომ ყოველ ჯერზე საფუძველი ეცლებოდა ბრალდების მხარის არგუმენტაციას. ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი, ვინაიდან თითოეული ბრალდება არის უსაფუძვლო ბრალდებულ ლაშა ფურცხვანიძის მიმართ,” – აცხადებს ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები