ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ხატვის კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდა

დღეს, 2023 წლის 31 მაისს, ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის დარბაზში ჩატარდა ხატვის კონკურსის მეორე ეტაპი თემაზე „იღვიძებს ბუნება“.

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, კონკურსში მონაწილეობა მიიღო რვა საჯარო სკოლის 28 ნორჩმა მხატვარმა V, VI, VII, კლასებიდან.

ბავშვებს სამუშაოდ მიეცათ ერთი საათი, რაც საკმარისი იყო ნამუშევრის შესაქმნელად.

კონკურსში მონაწილე ნორჩი მხატვრები დააჯილდოვა და წარმატება უსურვა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ნინო ბატიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები