დიჯეი დაჩი დარჩიას უკანასკნელი კადრები მის მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე (ვიდეო)
სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ ავლაბარში მოკლული „სქაი ბარის“ დიჯეი დაჩი დარჩიას კადრები ვრცელდება. კადრებში ჩანს, თუ როგორ ემშვიდობება თანამშრომლებს დარჩია და ბარს ტოვებს.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა დიჯეი და რეჟისორი დაჩი დარჩია 29 აგვისტოს “სქაი ბართან” ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით მოკლეს. შსს-მ 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მიხეილ გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა. მომხდარიდან მალევე შსს-მ 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მიხეილ გ. დაჩი დარჩიას განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ 30 აგვისტოს, ღამით, ავლაბრის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკებისას დანით სამართალდამცველებმა მიხეილ გ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიმდინარეობს.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=XrdKHkYkA8Y&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]