პარლამენტმა მესამე მოსმენით „გრანტების შესახებ” კანონში ცვლილება მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 85 ხმით მიიღო „გრანტების შესახებ” კანონში ცვლილება, რომლითაც გრანტის მიმღებ პირთა წრე ფართოვდება.

პარლამენტის ინფორმაციით, ცვლილების თანახმად, გრანტის მიღების უფლება მიენიჭება საქართველოში რეგისტრირებულ მეწარმეს, თუმცა მხოლოდ ააიპ „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის” მიერ საწესდებო მიზნების შესაბამისად სამეწარმეო მიზნით გაცემული გრანტის შემთხვევაში.
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის ინიციატივაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები