პოლიციელის დღეზე დაჯილდოვდა პატრულ-ინსპექტორი, რომელმაც თბილისში, ცეცხლმოკიდებული ბინიდან მოხუცის გამოყვანა და მისი გადარჩენა შეძლო
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა სამინისტროს მედლით – ,,მამაცობისთვის“ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი გიორგი ესტატეშვილი დააჯილდოვა.
პატრულ – ინსპექტორმა მიმდინარე წლის მარტში თბილისში, მუხიანში, მაღალსართულიანი კორპუსის ცეცხლმოკიდებულ ბინაში შეღწევა მყისიერად შეძლო, გიორგი ესტატეშვილმა იქ მყოფი ასაკოვანი მამაკაცი ბინიდან გამოიყვანა და მისი გადარჩენა მოახერხა.