ალექსანდრე ტაბატაძე: პოლიციის დღეს ვულოცავ თითოეულ პოლიციელს და შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულ შემადგენლობას

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ალექსანდრე ტაბატაძე თითოეულ პოლიციელს და შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულ შემადგენლობას პოლიციის დღეს ულოცავს.

„მადლიერებას გამოვხატავ მათ მიერ ქვეყანაში წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვისთვის. პოლიციელის საქმიანობა მოითხოვს ძალიან დიდ გამბედაობას კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლაში. იმ დიდი სიკეთეების დაცვას, როგორიცაა ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სამწუხაროდ არის შემთხვევები, როდესაც პოლიციელის სიცოცხლე ეწირება. ქედს ვიხრი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ქართველი პოლიციელებისა და მათი ოჯახების წინაშე და პატივს მივაგებ მათ ხსოვნას.

თითოეულ პოლიციელს ვუსურვებ მხნეობას და სიმტკიცეს პროფესიულ საქმიანობაში,“ – განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები