იუსტიციის მინისტრმა აღსრულების პოლიციის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა
იუსტიციის მინისტრმა, მოადგილეებსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთად, საქმიანობაში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის აღსრულების პოლიციელებს სპეციალური სახელმწიფო წოდებები მიანიჭა და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობა გამოუცხადა.
“ადამიანის ღირსებასა და მისგან მომდინარე ყველა უფლების დაცვაზე ორიენტირებულ აღსრულების პოლიციას ვულოცავ პროფესიულ დღეს. აღსრულების პოლიციელები დგანან საქართველოს სამსახურში და იცავენ საკუთრების უფლებას, რაც დიდი პასუხისმგებლობაა. იუსტიციის სამინისტრო მხარდაჭერას უცხადებს თითოეულ პოლიციელს და ზრუნავს მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სოციალური გარანტიების განმტკიცებისთვის”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
მინისტრი აღსრულების პოლიციის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს და მიღწეულ შედეგებს გააცნო.