სალომე ზურაბიშვილი: ვულოცავ ქართულ პოლიციას პროფესიულ დღეს – უმნიშვნელოვანესია პოლიციის, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტის როლი ევროპულ ქვეყანაში
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქართულ პოლიციას პროფესიულ დღეს ულოცავს.
“დღეს ბრიუსელიდან, ევროპარლამენტიდან ვულოცავ ქართულ პოლიციას პროფესიულ დღეს!
უმნიშვნელოვანესია პოლიციის, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტის როლი ევროპულ ქვეყანაში.
ქვეყნის დემოკრატიულობა და, მაშასადამე, ევროპულობა სწორედ ადამიანის უფლებებისა და საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვით ფასდება.
მადლობას ვუცხადებ ჩვენს პოლიციელებს ქვეყნის სამსახურისა და თავდადებისთვის!”, – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.