თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ არ უჭერს მხარს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს

აშშ არ უჭერს მხარს რუსეთის შიგნით თავდასხმებს, – ამის შესახებ თეთრ სახლში აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა.

„ჩვენ ვნახეთ სიახლეები და ამ დრომდე ვაგროვებთ ინფორმაციას მომხდარის შესახებ. ზოგადად, ჩვენ არ ვუჭერთ მხარს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს. ჩვენ ორიენტირებული ვიყავით უკრაინის სამხედრო აღჭურვილობაზე, რომელიც მას საკუთარი სუვერენული ტერიტორიის დასაბრუნებლად სჭირდება.

რუსეთმა დაიწყო ეს არაპროვოცირებული ომი უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთს აქვს შესაძლებლობა ნებისმიერ მომენტში შეაჩეროს ეს ომი უკრაინიდან ჯარების გაყვანის გზით, იმის ნაცვლად, რომ განახორციელოს ყოველდღიური სასტიკი თავდასხმები უკრაინის ქალაქებსა და ხალხზე“, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები