პენსიონერები, 5 წლამდე ასაკის ბავშვები, სტუდენტები და შშმპ-ები დღეიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩაერთვებიან
პენსიონერები, 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები, სტუდენტები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, დღეიდან სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩაერთვებიან. როგორვ ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ახალი სადაზღვევო პირობებით დაახლოებით 400 ათასამდე ადამიანი ისარგებლებს. მათ გეგმურ ოპერაციებზე მოცდის დროც შეუმცირდებათ. სადაზღვევო პირობებში გეგმიურ ოპერაციებზე მოცდის დრო 2 თვემდე შემცირდება. გარდა ამისა, პენსიონერების 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებს, სტუდენტებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს დღეიდან შეეძლებათ, სამედიცინო დახმარებისთვის კლინიკა თვად აირჩიონ. სახელმწიფო სადაზღვევო სისტემიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე გადასვლა ავტომატურად მოხდება.