რუსმა ოკუპანტებმა კიევი დაბომბეს, საჰაერო განგაშის ხმა ქალაქში თითქმის სამი საათის განმავლობაში ისმოდა.
როგორც ქალაქის ადმინისტრაციაში განაცხადეს, გოლოსეევსკის რაიონში დრონი მაღალსართულიან კორპუსს მოხვდა, სადაც ერთი ადამიანია დაღუპული.
ასევე, ერთი ხანდაზმული ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ორ დაშავებულს კი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან 20 ადამიანის ევაკუაცია მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა კიევის თავზე 20 დრონის მოგერიება შეძლეს.
ასევე, პეჩერსკის რაიონში დრონის ფრაგმენტებმა ავტომობილები დააზიანა.
დარნიცკის რაიონში ფრაგმენტების ჩამოვარდნის შედეგად, კერძო სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ასევე, დაზიანდა ახლოს მდებარე მანქანებიც.
დნეპროს რაიონში ფრაგმენტები მწვანე ზონაში ჩამოვარდა,
პოდოლსკიში – არასაცხოვრებელ ნაგებობაზე.
სვიატოშინსკის რაიონში დრონის ნამსხვრევები ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა.