ოკუპანტებმა უკრაინაზე კომბინირებული იერიში მიიტანეს – აფეთქება იყო კიევში

რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით უკრაინაზე მორიგი მასირებული, სხვადასხვა მიმართულებიდან კომბინირებული იერიში მიიტანეს

კიევში, პოდოლსკის რაიონში რაკეტის ფრაგმენტი ერთსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა. მსხვერპლი არ არის.

ოდესაში დრონის ფრაგმენტი პორტის ინფრასტრუქტურის ობიექტს მოხვდა, ხანძარი ლიკვიდირებულია.

საჰაერო თავდაცვა ასევე მუშაობდა კიევის, ოდესის, ლვოვისა და ხმელნიცკის რეგიონებში.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ოკუპანტებმა 59 “შაჰედი” გამოიყენეს, მათგან 58 ჩამოგდებულია. ასევე, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 37 ფრთოსანი რაკეტა მოიგერიეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები