უკრაინის დაზვერვა: უახლოეს საათებში რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მასშტაბურ პროვოკაციებს გეგმავენ

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები უახლოეს საათებში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის იმიტაციის ფორმით  მასშტაბურ პროვოკაციებს გეგმავენ.

„უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში რუსები მასშტაბურ პროვოკაციას ამზადებენ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის იმიტაციისთვის. ამისთვის, დარტყმა განხორციელდება უშუალოდ ელექტროსადგურის ტერიტორიაზე. ამის შემდეგ, გამოცხადდება რადიოაქტიური ნივთიერებების ავარიული გაჟონვა. ინციდენტში ტრადიციულად, უკრაინა იქნება დადანაშაულებული.

საკუთარი ქმედებების მაქსიმალურად დასამალად ოკუპანტებმა 26 მაისისთვის დაგეგმილი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) სადამკვირვებლო მისიის პერსონალის როტაცია ჩაშალეს.

ამ პროვოკაციით მათ სურთ, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ დეტალური გამოძიება მოითხოვოს, რის გამოც საბრძოლო ქმედებები შეჩერდება და რუსეთი სასურველ პაუზას აიღებს უკრაინის კონტრშეტევამდე“,  – ნათქვამია უკრაინის დაზვერვის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები