“არანაირი რეპლიკა არ მაინტერესებს” – პრეზიდენტი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მომხდარ ინციდენტზე
პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ბრიუსელში მისი მთავარი სათქმელი იქნება – „ჩვენი ევროპული მომავალი”. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან რუსთაველის გამზირზე განაცხადა.
პრეზიდენტმა ასევე უპასუხა კითხვას თავისუფლების მოედანზე, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც, გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა პრეზიდენტს ,,მოღალატე,, უწოდა.
„არანაირი რეპლიკა არ მაინტერესებს”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით ხვალ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებულ კითხვასაც. პრეზიდენტის პასუხი გვარამიას საკითხზე ასეთია: „პოზიცია არის ის, რომ თავისუფლება არის მთავარი”.