“ევროკომისია საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის გაწევრიანების სტატუსის შესახებ მოხსენებას ივნისის ბოლოს წარადგენს” – რიკარდ იოზვიაკი
ევროკომისია ივნისის ბოლოს წარადგენს „ზეპირ ანგარიშს“ იმის შესახებ, თუ როგორ მიიწევენ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა.
ამის შესახებ “რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს კორესპონდენტმა, რიკარდ იოზვიაკმა Twitter-ში დაწერა.
„ზეპირი ანგარიში იმის შესახებ, თუ როგორ მიიწევენ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს, დაახლოებით – 21 ივნისს გაკეთდება“, – დაწერა მან.