“ყველა ღირებულების დისკრედიტაციას ნუ ცდილობთ, ძალიან გთხოვთ!“ – ჯუანშერ ბურჭულაძე 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე ევროკავშირის დროშების არგამოფენაზე
„ყველა ღირებულების დისკრედიტაციას ნუ ცდილობთ, ძალიან გთხოვთ!“, – ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც რუსთაველის გამზირზე 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე ევროკავშირის დროშების არგამოფენას შეეხებოდა.
„ყველა ღირებულების დისკრედიტაციას ნუ ცდილობთ, ძალიან გთხოვთ. ჯარის დისკრედიტაცია, ეკლესიის დისკრედიტაცია და ახლა ამ დღის დისკრედიტაცია არ შეიძლება“, – განაცხადა ბურჭულაძემ.