ანა ფოტიგა: ვუერთდები მამაცი ქართველი ხალხის მიერ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას – პატივს ვცემ მათ ურყევ ნებას, დაიცვან საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობა

იმედი მაქვს, რომ მომავალში ევროკავშირის დროშა მუდმივად იქნება წარმოდგენილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ისე, როგორც ეს ქართველი ხალხის გულებშია – დარწმუნებული ვარ, ლამაზ ქართულ დროშას თავისი ღირსეული ადგილი ექნება ევროკავშირსა და ნატოში, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა „ტვიტერის“ გვერდზე ქართულ ენაზე წერს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ფოტიგა ქართველებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ინსტიტუციურ განვითარებასა და ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებას უსურვებს.

„ვუერთდები მამაცი ქართველი ხალხის მიერ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას. მე პატივს ვცემ მათ ურყევ ნებას, დაიცვან საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რის გამოც მე უპირობოდ მხარს ვუჭერ თქვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებას. გისურვებთ სურვილების ასრულებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ინსტიტუციურ განვითარებას და ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებას. იმედი მაქვს, რომ მომავალში ევროკავშირის დროშა მუდმივად იქნება წარმოდგენილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ისე, როგორც ეს ქართველი ხალხის გულებშია. დარწმუნებული ვარ, რომ ლამაზ ქართულ დროშას თავისი ღირსეული ადგილი ექნება ევროკავშირსა და ნატოში“, – აღნიშნულია ფოტიგას მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები