საქართველო-ყაზახეთის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფი ყაზახეთის პარლამენტის სენატის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

ყაზახეთის რესპუბლიკის ახალი მოწვევის პარლამენტის სენატის თავმჯდომარის მოადგილე, ოლგა პერეპეჩინას შეხვდნენ დღეს საქართველოს პარლამენტის, საქართველო-ყაზახეთის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის დელეგაციის წევრები. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე, საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება. დელეგაციამ, რომელსაც დავით მათიკაშვილი ხელმძღვანელობს, მადლიერება გამოხატა ყაზახური მხარის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

როგორც ოლგა პერეპეჩინამ განაცხადა, ყაზახეთის პარლამენტი საქართველოსთან კიდევ უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებით და თანამშრომლობის გაღრმავებით არის დაინტერესებული; როგორც მან აღნიშნა, საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფები კიდევ უფრო გააქტიურდებიან არსებული ურთიერთობების გამყარების პროცესში.

დღესვე, საქართველოს დელეგაცია, ვიზიტის ფარგლებში „ალჟირის“ საკონცენტრაციო ბანაკს ეწვია, სადაც პარლამენტარებმა პატივი მიაგეს 1938-1953 წლებში რეპრესირებული 147 ქართველი მანდილოსნის მემორიალს. „ალჟირის“ ბანაკში სამშობლოს ღალატის მუხლით მსჯავრდებული პირების ცოლებს, დედებს, დებს და შვილებს ასახლებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები