კიშინიოვში მრგვალი მაგიდა თემაზე „საპარლამენტო ზედამხედველობა და პარლამენტის ადმინისტრაციის როლი“ გაიმართა

22-23 მაისს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების აპარატის უფროსების ქსელის ფარგლებში, ქ. კიშინიოვში მრგვალი მაგიდა თემაზე „საპარლამენტო ზედამხედველობა და პარლამენტის ადმინისტრაციის როლი“ გაიმართა, რომელსაც  მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის აპარატის უფროსმა ტამარა გეორგიცამ უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიება მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ, იგორ გროსუმ გახსნა, რომელმაც ხაზი გაუსვა ქსელის ეფექტიან საქმიანობას და მას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის აპარატის დელეგაცია რომელსაც საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების აპარატის უფროსების ქსელის ხელმძღვანელი ქეთევან კვინიკაძე ხელმძღვანელობდა.

მრგვალი მაგიდის ფორმატში მოლდოვასა და საქართველოსთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობა, ასევე მიიღეს სომხეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის პარლამენტების აპარატების და გერმანიის ბუნდესტაგის აპარატის წარმომადგენლებმა.

მრგვალი მაგიდის ფარგლებში მხარეებმა იმსჯელეს ადგილობრივ დონეზე არსებული საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმებსა და პარლამენტების ადმინისტრაციების როლზე მექანიზმების განხორციელების პროცესში.

ღონისძიება „საპარლამენტო ზედამხედველობა და პარლამენტის ადმინისტრაციის როლი“ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საჯარო მმართველობის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული ფონდის პროექტის „თანამედროვე და ძლიერი პარლამენტის აპარატი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ პროექტის მხარდაჭერით განხორციელდა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები