ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

ღია მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამოქმედო გეგმით განსაზღვრულია ხუთი ვალდებულება: პარლამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციების, როგორც ინსტრუმენტის გაუმჯობესება და მათი განხორციელების მონიტორინგის სისტემის დანერგვა; პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული უწყებების წლიური ანგარიშების სტრუქტურის და მათი განხილვის პროცედურების სტანდარტიზება; პოლიტიკური დებატების ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნება პარლამენტის ვებგვერდზე; ყოველწლიური კონფერენცია პარლამენტის ღიაობის აქტუალურ საკითხებზე და მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა.

აღინიშნა, რომ ივნისში გაიმართება საბჭოს მორიგი სხდომა, რომელზეც მოხდება ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებელი დეპუტატების განსაზღვრა.

საბჭომ, ასევე, მხარი დაუჭირა ღია პარლამენტის მე-4 სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშს და იმსჯელა ღია პარლამენტის მე-4 სამოქმედო გეგმის ფარგლებში შემუშავებულ პარლამენტის ყოველწლიური ანგარიშისა და კომიტეტების ანგარიშების ახალ ფორმებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები